logo
ENG



კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა [ვიდეო]

29 აპრ 202200:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/em3irlwai3uixp4.jpg

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

რუსი ოკუპანტების რაკეტა შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

"რუსებმა ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს და საცხოვრებელ სახლს მოახვედრეს. ამ დროისთვის ცნობილია 6 დაშავებულის შესახებ. ისინი მაშველებმა იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - თქვა გერაშენკომ.

მისივე თქმით, რაკეტა შავი ზღვის მხრიდან, "სავარაუდოდ ყირიმის ტერიტორიიდან გაისროლეს".


close დახურვა